
ავტორი
Front News საქართველო
პროდიუსერი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ ანსამბლ “მართვეს” 50 ბავშვს არ ჩაურტყეს აშშ-ის ვიზები.
როგორც ბასლანძე აღნიშნავს, ერთ-ერთი მისი ქალიშვილია, რომელსაც რამდენიმე უნივერსიტეტიდან ჰქონდა დაფინანსება, გაეროს მოდელირებულ სხდომაზეც იყო ნიუ იორკში და სიტყვით წარსდგა, თუმცა ამერიკის ვიზა ვერ მიიღო.
“ჩემს ელენიკოზე ლაპარაკობს ირაკლი და კი რამდენიმე უნივერსიტეტიდან ჰქონდა დაფინანსება და ეს ამბავი მთელმა საქართველომ იცის. მანამდე ორჯერ იყო ნამყოფი. გაეროს მოდელირებულ სხდომაზეც კი იყო ნიუ იორკში და სიტყვით წარსდგა, მაგრამ დეგნანის კანტორამ გადაწყვიტა რომ აი ასე დავესაჯეთ. იმედია, მალე წავა ეს განაცებული ფაშისტი ამ ქვეყნიდან და ჩამოვა ვინმე ნორმალური, რომ ისევ ისე როგორც ადრე, წარმოდგენა დაგვიბრუნდეს ჩვენთვის სანატრელი ქვეყნის საელჩოზე!“- წერს ლაშა ბასლანძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს