ლაშა ბუღაძე – ხვალ, 22:00 საათიდან გავათენოთ საქართველოსთვის


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ბევრნი უნდა ვიყოთ ხვალ, საღამოს 10 საათიდან ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ტრადიციულად ჩვენს ეროვნულ, წმინდა და ანტირუსულ ადგილას, ჩვენი პარლამენტის წინ და გავათენოთ საქართველოსთვის, – ამის შესახებ ლაშა ბუღაძემ ევროპის მოედანზე მიმდინარე დემონსტრაციაზე განაცხადა.
“დღევანდელი ჩვენი ზეიმი ცხადია გულისხმობს ჩვენს პოლიტიკურ მობილიზებულობასაც. ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ზეგ, ორშაბათს “ქართულმა ოცნებამ” ივანიშვილის მარიონეტებმა დანიშნეს საკომიტეტო სხდომა დილის 9 საათზე, ჩვენ უნდა ჩავხედოთ ამ 83-ს თვალებში. მათ არ უნდა მიიღონ რუსული კანონი. ამიტომ, ჩვენ ბევრნი უნდა ვიყოთ ხვალ, საღამოს 10 საათიდან ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ტრადიციულად ჩვენს ეროვნულ, წმინდა და ანტირუსულ ადგილას, ჩვენი პარლამენტის წინ და გავათენოთ საქართველოსთვის.
რაც მეტი ვიქნებით და რაც მეტად არ დავიღლებით, მით უფრო მეტად მალე გაიტანენ ესენი რუსულ კანონს უკან მთელი მსოფლიო ჩვენ შემოგვცქერის. ახლა თბილისია ევროპის დედაქალაქი. ხვალ, 22:00 საათიდან გავათენოთ საქართველოსთვის”, – განაცხადა ბუღაძემ.
ევროპის მოედანზე მოქალაქეები რამდენიმე ლოკაციიდან მივიდნენ.
თაგები:
ლაშა ბუღაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს