Logo

ლაშა ჩხარტიშვილმა ნამოხვანჰესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

საზოგადოება
463
Frontnews image description

"ლეიბორისტული პარტიის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

ჩხარტიშვილის განცხადებით, მთავრობის განკარგულება ჰესის მშენებლობისთვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გარემოსდაცვით უფლებებს. საუბარია კონსტიტუციის 29-ე მუხლზე. 

"ლეიბორისტები" მოითხოვენ, რომ მიწა სახელმწიფოს დაუბრუნდეს, საკონსტიტუციო სარჩელის გადაწყვეტამდე კი ნამოხვანჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერდეს.

"საკონსტიტუციო სასამართლომ განხილვამდე შეაჩეროს უკანონო მშენებლობა ნამოხვანჰესისა, რომელიც ანადგურებს გარემოს და განხილვა 9 თვე რომ გაიწელება, ამის შემდეგ მისი აღდგენა ბუნებრივია შეუძლებელი იქნება. ჩვენ განსაკუთრებული იმედები არ გვაქვს ამ ორგანოსი, როგორც სხვა ინსტიტუციების, მაგრამ გვინდა მათ კიდევ ერთხელ შანსი მივცეთ ეროვნული პოზიცია დაიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვახდინოთ მათი და სახლემწიფოს ილუსტრაცია, რომელიც ქვეყნის ქონებას ითვისებს, იტაცებს პრაქტიკულად უფასოდ ივანიშვილისა და მისი ბანდისათვის", – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. 

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქცია 23 მაისს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. რიონის ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები შეკრებას 14:00 საათიდან დაიწყებენ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები