
ავტორი
Front News საქართველო
შემიძლია ნაწილობრივ გავიზიარო ელჩის მოსაზრება. მე არსად არ მითქვამს, რომ რაიმე ფორმით საელჩომ ზეგავლენა მოახდინა პირობითად, მიმდინარე საქმეზე, ჩემზე და მათ შორის, მიღებულ გადაწყვეტილებაზე შედეგობრივად, თუმცა, ფაქტი რჩება ფაქტად, – ამის შესახებ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებული განაჩენის გამო მიიღო აშშ-ის საელჩომ ის გადაწყვეტილება, რაც ამერიკაში დაგეგმილი ვიზიტიდან მის ამორიცხვას გულისხმობდა.
“ჩემთვის აბსოლუტურად პასუხგაუცემელია ყველაზე მთავარი შეკითხვა, არის თუ არა სანქცია გამოყენებული მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიმართ. ქალბატონმა ელჩმა განაცხადა, რომ ჩარევისგან მაქსიმალურად შორსაა და ნებისმიერი ფორმით ჩარევა სასამართლოში, თუკი ეს გაჟღერდა, წარმოადგენს მცდარ ინფორმაციას, მე შემიძლია ნაწილობრივ გავიზიარო ელჩის ეს მოსაზრება. მე არსად მითქვამს, რომ რაიმე ფორმით საელჩომ ზეგავლენა მოახდინა პირობითად, მიმდინარე საქმეზე, ჩემზე და მათ შორის, მიღებულ გადაწყვეტილებაზე შედეგობრივად, თუმცა, ფაქტი რჩება ფაქტად, რაც იმას გულისხმობს, რომ მე ვფიქრობ, სწორედ ამ განაჩენის გამო მიიღო საელჩომ ის ცნობილი გადაწყვეტილება, რაც აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტიდან ჩემს ამორიცხვას გულისხმობდა“, – განაცხადა ჩხიკვაძემ.
თაგები:
ლაშა ჩხიკვაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს