ლაშა გოგიაშვილი – დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც 2012 წლიდან ყოველ არჩევნებზე კეთდებოდა

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მუნიციპალიტეტისა და თითოეული ოჯახისთვის მთავრი გამოწვევა პირობების გაუმჯობესებაა, დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც 2012 წლიდან ყოველ არჩევნებზე კეთდებოდა“ – განაცხადა „ქართული ოცნების თერჯოლის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიაშვილმა წარდგენაზე.მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული ნდობისთვის.
“ამაყი ვარ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ ხელმეორედ, ჩემზე გააკეთა არჩევანი და მომცა საშუალება, ვიყო თერჯოლის არჩეული მერი. თერჯოლა ჩემთვის სახლია, აქ არიან ჩემი მეგობრები, სანათესაო და საყვარელი ადამიანები. მოგეხსენებათ, საარჩევნო პერიოდია, ფეხდაფეხ დავდივართ ყველა სოფელში, ყველა უბანში და შეიძლება ითქვას, რომ ასეთი წინსვლა ჩვენს რაიონში არ ყოფილა. 2012 წლის შემდეგ რაც ჩვენს რაიონში გაკეთდა, არის ინფრასტრუქტურის, განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულება. თერჯოლის ყველა სოფელში მოწესრიგებულია გაზიფიცირება. ცენტრალური გზები უკვე ყველა სოფელში გაკეთებულია.
ჩემს მშობლიურ თერჯოლაში ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა. კარგად ვიცით, ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა ბევრი გამოწვევის წინაშეა, თუმცა მჯერა ამ გამოწვევებს და ამ პრობლემებს ერთად გავართმევთ თავს. მე და ჩემმა გუნდმა ზუსტად ვიცით რა ესაჭიროება ჩვენს თერჯოლელებს. ჩვენი მუნიციპალიტეტისა და თითოეული ოჯახისთვის მთავრი გამოწვევა პირობების საგრძნობლად გაუმჯობესებაა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გვერდით დგომა. ცენტრალური ხელისუფლება ყოველთვის იდგა ჩვენს გვერდით და ასე გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც 2012 წლიდან ყოველ არჩევნებზე კეთდებოდა.
მინდა წარმოგიდგინოთ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ელისო მურადაშვილი, გრიგოლ გიორგაძე, გიორგი ქასრაშვილი, კახაბერ წივწივაძე, გოჩა ვერულაშვილი, ჯემალ ისაკაძე, შალვა ჭანკვეტაძე, ბადრი ბუცხრიკიძე, დავით გოგბერაშვილი, მანუჩარ ფანჩულიძე“ – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
თაგები:
ლაშა გოგიაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


