ლაშა ხუციშვილი – პასუხისმგებლობის საკითხია უშუალოდ იმ პირებთან მიმართებაში, ვინც ჩაიდინა ძალადობა


ავტორი
Front News საქართველო
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ყველა პირის მიმართ, ვინც ჩაიდინა დანაშაული, შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
რაც შეეხება 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ღარიბაშვილის მიერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას, ხუციშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხი არ განიხილება.
“არა, ეს საკითხი არ განიხილება, დავამთავრეთ, ალბათ, ეს თემა. პასუხისმგებლობის საკითხია უშუალოდ იმ პირებთან მიმართებაში, ვინც ჩაიდინა ძალადობა, მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია 21 პირი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული და ამ მიმართულებით გრძელდება კიდევ გამოძიება.
რა შეატყეთ იმის, რომ იმალება პრემიერ-მინისტრი?”- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს