ლაშა მარგიშვილი – EQAR-ის გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხებთან


ავტორი
Front News საქართველო
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) „საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის“ რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, ცენტრი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირი ფორმით არ უკავშირდება საქართველოში გაცემული დიპლომების და მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარების საკითხს.
“აღსანიშნავია, რომ როგორც 2019 წლამდე საქართველოში გაცემული დიპლომები იყო აღიარებული საერთაშორისო დონეზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში, ქართული დიპლომები ისევე იქნება აღიარებული.
ასევე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს EQAR-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რაიმე ფორმით უკავშირდება საერთაშორისო ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების გაუქმებას, ბოლონიის პროცესში საქართველოს წევრობის შეჩერებას, კერძო უნივერსიტეტების გაუქმებას ან საერთაშორისო გრანტების შეჩერებას ან გაუქმებას, არც აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არანაირად არ უკავშირდება ცენტრისთვის EQAR- ის რეგისტრაციის შეჩერებას.
რაც შეეხება ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის – ENQA-ს წევრობას, გიდასტურებთ, რომ 21 დეკემბრის მდგომარეობით, ჩვენ ვართ ENQA-ს სრული წევრი ორგანიზაცია და ENQA-ს პროცედურების მიხედვით, თუკი მათი წევრი ორგანიზაცია რომელიმე სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ისინი არ უწყვიტავენ ამ ორგანიზაციას ასოციაციის წევრობას, მას აძლევენ დამატებით ორ წლიან ვადას რომ გამოასწოროს რეკომენდაციები და შესაბამისად გააგრძელოს ასოციაციის სრული წევრობა.
ასევე, რაც შეეხება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) წევრობის საკითხს, აქაც გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება და განვმარტოთ, ცენტრი 2018 წლიდან არის WFME-ის წევრი ორგანიზაცია და შესაბამისად ჩვენ მანამდე მოვიპოვეთ ამ ორგანიზაციის წევრობა ვიდრე გავხდებოდით ENQA-ს და EQAR-ის წევრი სააგენტო. ამასთან, WFME-ის წევრი ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების დიდი ნაწილი არ წარმოადგენს არც ENQA-ს წევრს და არც EQAR-ში რეგისტრირებულ ორგანიზაციას. აქედან გამომდინარე, არც სამედიცინო მიმართულებით არ შეიძლება ვთქვათ, რომ რაიმე ტიპის პრობლემა და დაბრკოლება შეიძლება შეექმნას ჩვენს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებზე”, – აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.
თაგები:
ლაშა მარგიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს