ლაშა ფარულავა - ეს არის პოლიტიკური ცინიზმი და პოლიტიკური ანგარიშსწორება

ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. 2 წელი და 6 თვე ივანიშვილმა გამოუწერა ლევან ხაბეიშვილს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილმა მხოლოდ და მხოლოდ ეს გზა აირჩია ოპოზიციასთან, ოპონენტებთან საურთიერთოდ და ეს სისუსტის ნიშანია.
"ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. 2 წელი და 6 თვე ივანიშვილმა გამოუწერა ლევან ხაბეიშვილს. ეს არის არნახული პოლიტიკური ანგარიშსწორება. ჯერ აწამეს, ახლა მწამებლების, გდდ-ის წევრების, თანამშრომლების ჩვენებით 2 წლითა და 6 თვით გაუშვეს ციხეში. ეს არის პოლიტიკური ცინიზმი და პოლიტიკური ანგარიშსწორება. ივანიშვილმა მხოლოდ და მხოლოდ ეს გზა აირჩია ოპოზიციასთან, ოპონენტებთან საურთიერთოდ და, რა თქმა უნდა, ეს არის სისუსტის ნიშანი. ეს ცინიზმია და პოლიტიკური ანგარიშსწორება", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, მურთაზ ზოდელავას კი თავისუფლების 9 თვით აღკვეთა. ზოდელავას 4 ოქტომბრის საქმეზე უკვე მისჯილი აქვს 7-წლიანი პატიმრობა.
თაგები:
ლაშა ფარულავა




