
ავტორი
Front News საქართველო
ამ ადამიანების ამოცანაა, რომ კრიმინალი შენარჩუნდეს ქვეყანაში და ამისათვის მზად არიან, გაანადგურონ ნებისმიერი დემოკრატიული წარმონაქმნი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში დამარცხდება კრიმინალური ბანდა და საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება.
“ამ ადამიანების ამოცანაა, რომ კრიმინალი შენარჩუნდეს ქვეყანაში და ამისათვის მზად არიან, გაანადგურონ ნებისმიერი დემოკრატიული წარმონაქმნი – არასამთავრობო ორგანიზაციები, NGO-სექტორი, მაგრამ ჩვენ ერთიანობით დავამარცხებთ კრიმინალურ ბანდას და ცხადია, საქართველო გააგრძელებს წინსვლას, რეფორმებს და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ფინანსური დეკლარაციების დეპარტამენტს, რომელსაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” აღსრულებაზე ზედამხედველობა ევალება, სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს