Logo

ლაშა ფარულავა - არ მაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საიას მოსაზრებებს გაითვალისწინებს

პოლიტიკა
243
Frontnews image description

მე არ მაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საიას მოსაზრებებს გაითვალისწინებს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საიას განცხადებაში პირდაპირ ვკითხულობთ, რომ  არის ოპონენტების დევნის კლასიკური მაგალითი.

"პროცედურულად გამორიცხულია, რომ საია იყოს ვინმეს წარმომადგენელი. ეს არის მისი მოსაზრება, როგორც მეგობარმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავის არგუმენტაცია გაუზიარა.

საიას განცხადებაში პირდაპირ ვკითხულობთ, რომ ეს არის ოპონენტების დევნის კლასიკური მაგალითი, არის მათ შორის პრაქტიკული რჩევები საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომელიც მან უნდა გაითვალისწინოს, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებია არგუმენტაციით მოხმობილი, თუმცა, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საიას მოსაზრებებს გაითვალისწინებს", - განაცხადა ირაკლი ფარულავამ.

საიამ პარტიების აკრძალვის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მეგობრის მოსაზრება შეიტანა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები