
ავტორი
Front News საქართველო
თინა ბოკუჩავას აქვს ძალიან ბევრი გაკეთებული ამ პარტიისთვის, ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა საგარეო ასპარეზზე, რაც დასაფასებელია, დარწმუნებული ვარ, მის საქმიანობას დააფასებენ ჩვენი მხარდამჭერები, წევრები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, თინა ბოკუჩავას გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.
"ბოკუჩავას აქვს ძალიან ბევრი გაკეთებული ამ პარტიისთვის, ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა საგარეო ასპარეზზე, რაც დასაფასებელია, დარწმუნებული ვარ, მის საქმიანობას დააფასებენ ჩვენი მხარდამჭერები, წევრები.
პროცესი, რომელიც დაიწყება „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება ტესტი, რათა გავათავისუფლოთ ჩვენი ლიდერები პოლიტიკური ტყვეობიდან. არავის გადაყენება არ მიდის პარტიაში, პარტიაში იწყება სტრუქტურული განახლება. ვადას ასრულებს თავმჯდომარე და სხვა თანამდებობის პირები, შესაბამისად, მოხდება სტრუქტურული გარდაქმნა, გადახალისება, ახალი ადამიანების შემოერთება. თინა ბოკუჩავას. მადლობას გადავუხდი გაწეული საქმიანობისთვის“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
თაგები:
ლაშა ფარულავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს