Logo

ლაშა ფარულავა – ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია იმისა, რომ ივანიშვილის პარტია მოღალატეთა პარტიაა

პოლიტიკა
05.06.2024 / 14:55
Frontnews image description

რეზოლუციას, რომ ქართველები დაბრუნდნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ხმა არ მისცა “ქართული ოცნების” მიერ მეგობრად, ახალ სტრატეგიულ პარტნიორად წოდებულმა ჩინეთმა. ეს  არის კიდევ ერთი ლუსტრაცია იმისა, რომ ივანიშვილის პარტია მოღალატეთა პარტიაა, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ივანიშვილი ქვეყანას რუსულ ორბიტაზე მიაქანებს. 

 

“გაეროში მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ხმა მისცა უფლებას, რომ ქართველები დაბრუნდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ამ რეზოლუციას ხმას არ აძლევს “ქართული ოცნების” მიერ მეგობრად, ახალ სტრატეგიულ პარტნიორად წოდებული ჩინეთი, რაც არის კიდევ ერთი ლუსტრაცია იმისა, რომ ივანიშვილის პარტია არის მოღალატეთა პარტია, რომელიც ქვეყანას მიაქანებს რუსულ ორბიტაზე და ფაქტობრივად, არის ჩვენი ეროვნული ამოცანების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკური ძალა”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

 

ნიუ იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 78-ე სესიის ფარგლებში  ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას ხმა არ მისცეს: ბელარუსმა, ბურუნდმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, მალიმ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სირიამ და ზიმბაბვემ. კენჭისყრას არ დაესწრო ჩინეთი, შესაბამისად, ჩინეთმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

 

Advertisement