ლაშა ფარულავა - ეს რეალურად არის შიდა დაპირისპირების ბოლო ფაზა

ავტორი
Front News საქართველო
ეს რეალურად არის შიდა დაპირისპირების ბოლო ფაზა და ახლა გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს, სავარაუდოდ, რომეო მიქაუტაძის ჩვენებით, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს რომ კორუფციასთან ბრძოლა იყოს, ახლა გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს დაკავებული.
"წლები ვსაუბრობდით ჩვენ კონკრეტულ "ქოლ ცენტრებზე", რომელსაც ხელმძღვანელობდა და რომელსაც მფარველობდა სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ლილუაშვილი, ფარცხალაძე, მათ შორის იყო საუბარი უჩა მამაცაშვილის მონაწილეობაზე. ეს ადამიანები ჩვენ გვიჩიოდნენ სასამართლოში, შემდეგ ჩვენ გვიწევდა ამის დამტკიცება, თუმცა სასამართლო მათ უჭერდა მხარს, ჩვენ კი დამნაშავეებად გამოგვაცხადეს და ამასობაში, "ქართულმა ოცნებამ" დღეს შიდა ანგარიშსწორებისთვის გადაწყვიტა ლილუაშვილის დაკავება. მათ რომ ჰქონდეთ სურვილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ლილუაშვილის გვერდით უნდა იყოს ახლა ბიძინა ივანიშვილი.
ეს რეალურად არის შიდა დაპირისპირების ბოლო ფაზა და ახლა გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს, სავარაუდოდ, რომეო მიქაუტაძის ჩვენებით", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების 11-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ლაშა ფარულავა




