
ავტორი
Front News საქართველო
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსული კანონი არის მოქმედებაში. ივანიშვილის გადაწყვეტილებით დაგვესხნენ თავს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ორგანიზებული თავდასხმა იყო.
“გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებიც კი ადასტურებს, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ბანდიტების მხრიდან. ეს ჩაიდინა ივანიშვილის პარტიამ. რა თქმა უნდა, მისი შექმნილია ეს ორგანიზებული ჯგუფი, მისი ხელმძღვანელობით, მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებით დაგვესხნენ თავს და ფაქტობრივად, დაარბიეს ჩვენი სამუშაო ოფისი, ცენტრალური ოფისი და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსული კანონი არის მოქმედებაში”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისს წუხელ, გვიან ღამით უცნობი პირები თავს დაესხნენ. პარტიის ინფორმაციით, თავდამსხმელებს ხის ხელკეტები ჰქონდათ, რითაც დამტვრეულია სხვადასხვა ნივთი. შსს-მ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
თაგები:
ლაშა ფარულავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს