ლაშა ფარულავა - გეპატიჟებით არა სასეირნოდ, არამედ საზეიმოდ, ერთად ვიზეიმებთ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას ყველანი 4 ოქტომბერს

ავტორი
Front News საქართველო
“ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღეა და ამის გამო მდინარაძემ ივანიშვილის დავალებით ის დააკავა. გეპატიჟებით არა სასეირნოდ, არამედ საზეიმოდ, ერთად ვიზეიმებთ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას ყველანი 4 ოქტომბერს”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ.
“ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღეა და ამის გამო მდინარაძემ ივანიშვილის დავალებით ის დააკავა. დიახ მეგობრებო, 4 ოქტომბერი ჩვენი დიდგორია, სახელმწიფო დროშა, ჩვენი ხუთჯვრიანი ბაირაღი ლევან ხაბეიშვილმა აქცია 4 ოქტომბრის მთავარ სიმბოლოდ და ეს დროშა არის ჩვენს ხელში, სწორედ ამ დროშით, დიდი ერთიანობით და დიდი წინააღმდეგობით მოვდივართ ივანიშვილის, კობახიძის, მდინარაძის წინააღმდეგ, რადგან მათ შექმნეს რეჟიმი, სადაც პოლიტიკოსებს იჭერენ პოლიტიკური განცხადების გამო, ამიტომ მეგობრებო ეს დროშა ჩვენს ხელშია და ამ დროშით უნდა დავამარცხოთ ეს რუსები. რუსული რეჟიმი დასრულდება. გეპატიჟებით არა სასეირნოდ, არამედ საზეიმოდ. ერთად ვიზეიმებთ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას ყველანი 4 ოქტომბერს”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
თაგები:
ლაშა ფარულავა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


