Logo

ლაშა ფარულავა - ხვალ ხაბეს სასამართლო პროცესია და ბევრ სიახლეს შეიტყობთ

პოლიტიკა
147
Frontnews image description

ხვალ ხაბეს სასამართლო პროცესია და ბევრ სიახლეს შეიტყობთ. მთავარი ისაა, რომ არ დაგვავიწყდეს, ეს ქვეყანა მხოლოდ პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების კი არა, ჩვენი, თითოეული მოქალაქისაა. 4 ოქტომბერი იქნება მშვიდობიანი დამხობისა და მშვიდობიანი რევოლუციის დღე, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.

“ორი დღეა, ვუყურებთ კობახიძისა და მდინარაძის შიშით შეთხზულ სპექტაკლს, რომელსაც „ტრუსკავეცი 2“ ეწოდება.

ეს ერთი დიდი, იაფფასიანი წარმოდგენაა, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ საზოგადოება შეაშინონ და 4 ოქტომბრის მუხტი ჩააცხრონ.

ხაბე დააკავეს სრულიად აბსურდული ბრალდებით.

მიზეზი მარტივია, ივანიშვილს ეშინია 4 ოქტომბრის, რადგან იცის, ხალხი ქუჩაში რომ გამოვა, მისთვის ეს დასასრული იქნება!

ამიტომ სცენარის „დამძიმება“ მოიფიქრეს:

უკრაინას, რომელიც რუსეთს ებრძვის და სადაც ორი ათასზე მეტი ქართველი იბრძვის, საქართველოში ტერაქტის მოწყობა დააბრალეს.

ეს უკვე წმინდა რუსული საქმეა, პატაკის მიწერა მოსკოვისთვის.

მესამე კი მეტი დრამატიზმისთვის, ბაჩო ახალაიას ხსენებაა.

სინამდვილეში პროპაგანდისთვის, ქოცრუსული მეთოდით „საქმეს უკერავენ“ და ციხეში გაშვებას უპირებენ.

ეს ყველაფერი რუსული სცენარის, გლობალური ომის პარტიისა და დიფსტეიტის უფრო იაფი რიმეიქია, რომლის მიზანიც ხალხის დაშინება და არეულობის შთაბეჭდილების შექმნაა.

რეალურად კი ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ კობახიძე-მდინარაძე-პაპუაშვილის ტროიკა შეშინებულია და ამ სიუჟეტით წვალობენ, როგორმე დასწიონ 4 ოქტომბრის აწეული თამასა.

ხვალ, ხაბეს სასამართლო პროცესია და ბევრ სიახლეს შეიტყობთ.

მთავარი ისაა, რომ არ დაგვავიწყდეს, ეს ქვეყანა მხოლოდ პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების კი არა, ჩვენი, თითოეული მოქალაქისაა. შენია და ჩემია, და სწორედ ჩვენ უნდა დავიცვათ და გადავარჩინოთ ქართული სახელმწიფო დაღუპვას.

4 ოქტომბერი იქნება მშვიდობიანი დამხობისა და მშვიდობიანი რევოლუციის დღე. და ვისაც ამის არ სჯერა, ამ ბრძოლაში ვერაფერს გააკეთებს. ეს გზა მხოლოდ რწმენით, გამბედაობითა და დიდი ერთიანობით უნდა გავიაროთ. 4 ოქტომბერი აქცია კი არა, ჩვენი დიდგორია!” - წერს ლაშა ფარულავა.

Advertisement