
ავტორი
Front News საქართველო
“ქართულმა ოცნებამ” უღალატა კონსტიტუციას, უღალატა საქართველოს მოქალაქეს და ახლა მოუწევთ იმ ჯანსაღი კრიტიკის მოსმენა, რომელიც მოდის ევროპიდან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე დებატების ინიციატორი “ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის იყო, რასაც “ქართული ოცნება” უშლიდა ხელს.
“პირველ რიგში, “ნაციონალური მოძრაობა” იყო ინიციატორი, რომ გამართულიყო დებატები ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე, ცხადია, ამას ხელს უშლიდა “ქართული ოცნება” იმიტომ, რომ მათ არ სურთ მოისმინონ ის ძირითადი კრიტიკული მოსაზრებები, რომელიც არსებობს ევროპაში. შეიცვალა საგარეო კურსი, ვექტორი, ტრაექტორია და ეს გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”.
“ქართულმა ოცნებამ” უღალატა კონსტიტუციას, უღალატა საქართველოს მოქალაქეს და ახლა მოუწევთ იმ ჯანსაღი კრიტიკის მოსმენა, რომელიც მოდის ევროპიდან, მაგრამ მთავარი არის არჩევნები, 26 ოქტომბერი, სადაც თითოეულმა მოქალაქემ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და განაჩენი გამოუტანოს “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
დღეს ევროსაბჭოში დებატები გაიმართება, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებენ. განხილვის საკითხი იქნება მომავალი არჩევნები, ქვეყნის საგარეო კურსი და ხელისუფლების ნაბიჯები.
თაგები:
ლაშა ფარულავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს