Logo

ლაშა ფარულავა - "სამდღიანი სამხედრო ოპერაცია" 4 წელია, მიმდინარეობს, თუ ვინმე გამოიფიტა, ეს არის რუსული სამხედრო ძალები

პოლიტიკა
58
Frontnews image description

"სამდღიანი სამხედრო ოპერაცია" 4 წელია, მიმდინარეობს, თუ ვინმე გამოიფიტა, ეს არის რუსული სამხედრო ძალები და რუსეთის ფედერაცია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპანტი ყველგან დამარცხდება.

"სამდღიანი სამხედრო ოპერაცია" 4 წელია, მიმდინარეობს. თუ ვინმე გამოიფიტა, ეს არის რუსული სამხედრო ძალები და რუსეთის ფედერაცია. მე დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ ყირიმი და დონბასი არის უკრაინის მიწა და იმიტომ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის ქართული მიწა.

ოკუპანტი ყველგან დამარცხდება, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს და ის ბრძოლა, ის თავდადება, რომელიც ჩვენ ვნახეთ უკრაინაში, რა თქმა უნდა, არ დარჩება უშედეგოდ", - განაცხადა ლაშა ფარულავამ. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წელი გავიდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები