
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროა, კონკრეტული ადამიანების კრიტიკა გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ღია ტიპის საზოგადოებაში კრიტიკული პოზიციები არის ნორმა.
"სამწუხაროა, კონკრეტული ადამიანების კრიტიკა გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ, თუმცა, თუ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ვართ ღია ტიპის საზოგადოება და მრავალფეროვნება არის მნიშვნელოვანი, მათ შორის კრიტიკული პოზიციებიც არის ჩვეულებრივი ნორმა, მიუხედავად იმისა, რომ მე ამას არ ვეთანხმები. ასევე, ჩემი აზრით, მთავარი იყო მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის ჩამოსვლა საქართველოში. ეს იყო თანადგომა და სოლიდარობა. პოლიტიკური და საეკლესიო გზავნილებიც მოვისმინეთ. ის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა არ გამოთქვეს რაღაც ტიპის დამოკიდებულება განცხადებებში, მათი გადასაწყვეტია", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 22 მარტს პატრიარქი სიონის ტაძარში დაკრძალეს. მას შემდეგ ტაძარში მრევლის ნაკადი არ წყდება.
თაგები:
ლაშა ფარულავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს