Logo

ლაშა ფარულავა - შევიტანეთ განცხადება და ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კალაძის და თბილისის მერიის წინააღმდეგ

პოლიტიკა
176
Frontnews image description

“მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას კახი კალაძის და თბილისის მერიის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ვინაიდან სახეზეა გულგრილობა და დაუდევრობა, რის გამოც გარდაიცვალა ორი ადამიანი. კალაძემ თბილისი თავისი კორუფციული სქემებით აქცია ქალაქად, რომელიც ტრაგედიიდან, ტრაგედიამდე ცხოვრობს და ეს უნდა დასრულდეს!” - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა განაცხადეს, რომლებმაც პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

"ეს არ არის უბრალოდ ტრაგედია, ეს არის მკვლელობა, რომელსაც წინ უძღოდა დანაშაულებრივი უმოქმედობა თბილისის მერიის და კახი კალაძის მხრიდან. მათ თვითონვე განაცხადეს, რომ იყო ავარიული კორპუსი. მოსახლეობა არავინ გააფრთხილა, არავინ შემოსაზღვრა ავარიული კორპუსი, არავინ არაფერი არ გააკეთა, ეს არის შედეგი კორუფციული მმართველობის, რომელსაც შეეწირა ორი ადამიანის სიცოცხლე. ეს არის სერიული, სისტემური დანაშაული, გულგრილობა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას, კახი კალაძის და თბილისის მერიის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ვინაიდან სახეზეა გულგრილობა და დაუდევრობა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ორი ადამიანი გარდაიცვალა, ეს არის მძიმე ტრაგედია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ ვხედავთ ტრაგედიებს დედაქალაქში, რომელიც უკავშირდება კალაძის კორუფციულ მმართველობას. ეს უნდა დასრულდეს, მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას, მაგრამ რეჟიმი არაფერს არ გამოიძიებს. ძალიან მალე ქვეყანაში აღდგება მართლმსაჯულება და ყველა დამნაშავე დაისჯება, ამაში ვართ დარწმუნებულები და სწორედ ამიტომაც შევიტანეთ ჩვენ განცხადება და ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კალაძის და თბილისის მერიის წინააღმდეგ, რადგან მათ თბილისი აქციეს ქალაქად, რომელიც ტრაგედიიდან, ტრაგედიამდე ცხოვრობს და ეს უნდა დასრულდეს!” - განაცხადა ლაშა ფარულავამ

“როდემდე უნდა მოვისმინოთ მერისგან სიტყვები - უბედური შემთხვევა. ადამიანები იღუპებიან იმიტომ, რომ არცერთ სხვა ტრაგიკულ შემთხვევაზე, სადაც პირდაპირი კავშირი და დანაშაულებრივი ქმედებები იყო კახი კალაძის, კახი კალაძე არ დასჯილა, მაგრამ ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. ის დუმდა, როდესაც შენობა იყო ავარიული და არავითარი ქმედებები არ განახორციელა, რომ დღეს ეს ადამიანები

ცოცხლები ყოფილიყვნენ. კალაძეს აუცილებლად მიაკითხავს სამართალი არა მხოლოდ იმ გამოძიების ფარგლებში, რა გამოძიების მუხლითაც არის დაწყებული გამოძიება, არამედ 382-ე მუხლითაც, სადაც პირდაპირ არის გაწერილი როგორ ისჯებიან მერები და როგორ უნდა დაისაჯოს კახი კალაძე იმ ქმედებების გამო, რასაც ის ყოველდღე სჩადის”, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

Advertisement