Logo

ლაშა ფარულავა - ვინაიდან ჩვენ ვართ კონსერვატიული პარტია, ჩვენთვის ქრისტიანული ღირებულებები არის უმთავრესი

პოლიტიკა
36
Frontnews image description

ოჯახური ღირებულებების ნაწილი ჩვენთვის არის საკამათო, ვინაიდან ჩვენ ვართ კონსერვატიული პარტია, ჩვენთვის ქრისტიანული ღირებულებები არის უმთავრესი, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, რაც შეეხება უშუალოდ ანგარიშს, ეს არის დამოკლეს მახვილი "ქართული ოცნებისთვის".

"ეს არის დამოკლეს მახვილი, ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საკმაოდ ეფექტიანად აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ასპარეზზე და სწორედ კონკრეტული მაგალითი არის "მოსკოვის მექანიზმი" და ის რეკომენდაციები.

რაც შეეხება კანონებს - ოჯახური ღირებულებების ნაწილი ჩვენთვის არის საკამათო, ვინაიდან ჩვენ ვართ კონსერვატიული პარტია, ჩვენთვის ქრისტიანული ღირებულებები არის უმთავრესი", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ეუთო "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. ასევე, ეუთოს მოსკოვის მექანიზმი "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონის გაუქმებას ითხოვს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები