ლაშა ფურცხვანიძე – მე პასუხისმგებლობა უკვე მაქვს ღმერთისგან სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა პასუხისმგებლობა იქნება, ამ ეტაპზე არ მაინტერესებს


ავტორი
Front News საქართველო
ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით დღეს, 17 ოქტომბერს კომპანია “გრინსერვის პლუსის” დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კიდევ ერთხელ გამოკითხეს. ის გამოკითხვაზე უკვე მესამედ იმყოფებოდა.
ფურცხვანიძის თქმით, ელექტროობა შემოწმებული იყო.
“შემოწმებული ელექტროობა, შემოწმებული იყო დაინსტალირების დროსაც და მერეც იყო შემოწმებული, დამატებითი, კონკრეტული კითხვები კითხეთ გამოძიებას.
მე პასუხისმგებლობა უკვე მაქვს ღმერთისგან სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა პასუხისმგებლობა იქნება ეგ მე სიმართლე რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს”, – განაცხადა ფურცხვანიძემ.
13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად სამი მოზარდი დაშავდა, მათგან ერთის – 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თაგები:
ლაშა ფურცხვანიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა