
ავტორი
Front News საქართველო
სომხეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენმა ლაშა ტალახაძემ მორიგი ტრიუმფი შემოგვთავაზა.
ტალახაძემ პირველ ცდაზე 210 კგ აწია, მეორეზე 217, მესამეზე კი 222 კგ-ის დამორჩილება შეძლო და ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.
აკვრაში კი პირველ ცდაზე 246 კგ აწია, მეორეზე 252 კგ (რაც ევროპის ჩემპიონობისთვის საკმარისი იყო), ხოლო მესამე ცდაზე მწვრთნელთა გადაწყვეტილებით ტალახაძე მიკრო ტრავმის გამო აღარ გავიდა. ორჭიდის ჯამში ქართველმა ძალოსანმა 474 კგ დააფიქსირა, საქართველოს კიდევ სამი მედალი მოუტანა და ევროპის ჩემპიონობა კარიერაში მეშვიდედ იზეიმა.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს