Logo

ლაშა თორდია აშშ-ში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

პოლიტიკა
1326
Frontnews image description

აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღანელი ლაშა თორდია, რომელმაც ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ  ფარცხალაძესთან  ცნობილი დაპირისპირების შემდეგ ქვეყანა დატოვა,  აშშ-ში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.  ამის შესახებ მან „ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა. 

 

ქვეყნის ყოფილი მთავარი აუდიტორის თქმით, მისი საქმის  სასამართლო განხილვა ჯერ კიდევ  მიმდინარეობს. ის ამ დროისათვის გადამზიდ კომპანიაში მუშაობს და აცხადებს, რომ მძიმე ფიზიკური შრომის არ რცხვენია და  შერცხვებოდა, რომ ტენდერებიდან ფული მოეპარა.  

 

“გადამზიდავ კომპანიაში ვმუშაობ ახლა,  ყველაზე ხელმისაწვდომი და შემოსავლიანი სამსახურია აშშ-ში დღეს.  დიდი ტრაილერები რომ არის, აი მაგაზე.  მძიმე სამუშაო არის ნამდვილად, მაგრამ შემოსავლის თვალსაზრისით,  მაკმაყოფილებს ამ ეტაპზე. არ მრცხვენია ამის, შემრცხვებოდა, რომ ტენდერიდან ფული მომეპარა, ამის შემრცხვებოდა ნამდვილად”, – განაცხადა თორდიამ. 

 

მისი თქმით, აშშ-ში ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტია, მათ შორის ყოფილი საჯარო მოხელეები, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ. 

 

“ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ.  შეიძლება არც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, მაგრამ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით გამოთქვა  აზრი, ამ ადამიანებს სამსახურიდან ათავისუფლებენ და ეს პოლიტიკური დევნაა. ამ ტიპის დამოკიდებულება განსაზღვრავს,  რომ ეს ადამიანები ასეთ მძიმე გადაწყვეტილებებს იღებენ. ისინი  არინ ძალიან  დიდ ხნის საჯარო მოხელეები, რომლებსაც აქვთ დიდი ხნის გამოცდილება,  უბედურება იმაშია, ისინი  ქვეყანას აკლდებიან,  ძალიან ბევრნი არიან დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ითხოვენ პოლიტიკურნ თავშესაფარს”, – განაცხადა თორდიამ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები