ლაშა ტყეშელაძე - ჩემთვის როგორც ცნობილია, პაპუნა ლოცულაშვილი ამ ეტაპზე გაათავისუფლეს და ექსპერტიზაზე გადაიყვანეს

ავტორი
Front News საქართველო
ჩემთვის როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე გაათავისუფლეს და ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, - ამის შესახებ მისმა 29 წლის პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
"ამ მომენტისთვის, ნაწამები ადამიანი გაათავისუფლეს, გადაჰყავთ ექსპერტიზაზე რომ შემოწმდეს, მას აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, მაგრამ პირველ რიგში, მე მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ მე მქონდა შესაძლებლობა, მას გავსაუბრებოდი და სამ ეტაპად მოხდა მასზე ძალადობა. ჩემი რწმენით, რაც კადრებში ჩანდა, უფრო მეტად გამყარდა, რომ აღნიშნული მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს, უნდა დაიწყოს წამების მუხლით და ყველა ის მოძალადე, რომელმაც იძალადა მოქალაქეზე, რომელიც ბანკში მუშაობს, პატიოსანი ადამიანი, გამოსული იყო და პოლიციელები ასე მივარდნენ, რამდენიმე ათეული პოლიციელი იყო კადრში, იძალადეს მასზე ფიზიკურად და აწამეს.
საზოგადოებას კიდევ მინდა განვუმარტო, რომ ერთ ერთმა პოლიციელმა თითქოს სადღაც გააჟღერა, რომ თითქოს რაიმე საგანი ეჭირა მას, არავითარი საგანი არ არსებობს აღნიშნულ საქმეში, სამჯერ სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა ძალადობა და ის ყველა პირი უნდა დაისაჯოს წამების მუხლით", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
გორში, კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
თაგები:
ლაშა ტყეშელაძე




