ლაშა ტყეშელაძე - დარწმუნებული ვარ, ისევ მანკიერ პრაქტიკას გააგრძელებენ და 48 საათის განმავლობაში ეყოლებათ ეს ადამიანები იზოლატორში


ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ, ისევ მანკიერ პრაქტიკას გააგრძელებენ და 48 საათის განმავლობაში ეყოლებათ ეს ადამიანები იზოლატორში, - ამის შესახებ ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დაკავებულ მოქალაქეებზე ფიზიკურად იძალადეს.
"პირველ რიგში, მათ შეეზღუდათ დაცვის უფლება, რადგან შსს არ გვეუბნებოდა სად გადაიყვანეს, როგორ გადაიყვანეს. ახლა, დარწმუნებული ვარ, ისევ მანკიერ პრაქტიკას გააგრძელებენ და 48 საათის განმავლობაში ეყოლებათ ეს ადამიანები იზოლატორში.
დააკავეს ახალგაზრდა ადამიანები, რომლებზეც იძალადეს. ერთი მხრივ, მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო და ასევე, მათზე იძალადეს, ათრიეს თმებით და ჩაარტყეს მუცლისა და ფილტვების არეში", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
შსს-ს ცნობით, თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით 17 პირია დაკავებული.
თაგები:
ლაშა ტყეშელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს