Logo

ლაშა ტყეშელაძე - ლევან ხაბეიშვილი არის ძალიან მხნედ და ყველას მოუწოდებს, რომ იბრძოლონ და ბოლომდე მიჰყვნენ

პოლიტიკა
107
Frontnews image description

ძალიან მხნედ არის, ძალიან მებრძოლ განწყობაზეა და ყველას მოუწოდებს, რომ იბრძოლონ და ბოლომდე მიჰყვნენ, რადგან მისი დაკავება ნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმს ეშინია, სუსს ეშინია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, სამართლებრივ ნაწილს რაც გააჩნია, საქმე ევროსასამართლომდე მივა.

"ძალიან მხნედ არის, ძალიან მებრძოლ განწყობაზეა და ყველას მოუწოდებს, რომ იბრძოლონ და ბოლომდე მიჰყვნენ, რადგან მისი დაკავება ნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმს ეშინია, სუსს ეშინია და ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაიმარჯვოს.

რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, მაგრამ იმის რწმენა კი არ გვაქვს, რომ ქართული სასამართლო აქ რამე სამართალს მიიღებს, არამედ გვინდა, რომ ევროსასამართლოში წავიღოთ აღნიშნული გადაწყვეტილება, რადგან ისტორიისთვის აუცილებელია ნამდვილი სიმართლე დოკუმენტალურადაც იყოს აღნიშნული, რადგან საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, პოლიტიკოსი დაეკავებინოთ სიტყვის გამო, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, პოლიტიკოსი დაეკავებინოთ პოლიტიკური განცხადების გამო. საჯარო განცხადებებია მხოლოდ, სხვა არავითარი მტკიცებულება არ არის. პროკურატურამ დღეს პოლიტიკურად ლევან ხაბეიშვილი დააკავა მხოლოდ სიტყვის გამო. სიტყვა არის ძალა, რომელიც ლევან ხაბეიშვილს უნდათ, რომ შეუზღუდონ, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერ შეუზღუდავენ.  

სამართლებრივად ახლა ჩვენთვის ცნობილი არ არის ბრალდების მხარემ შეუზღუდა თუ არა მას კომუნიკაცია, ველოდებით, დღეს ან ხვალ გვეცოდინება, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ბრალდების მხარე კომუნიკაციას არ შეუზღუდავს ბატონ ლევანს, რადგან ესეც ერთ-ერთი უკანონობა იქნება, იმიტომ, რომ არ არის საჭირო, რომ აღნიშნული შეზღუდვები იყოს დაწესებული სამართლებრივად. აქედან გამომდინარე, ველოდებით ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

Advertisement