Logo

ლაშა ტყეშელაძე - სასამართლომ ლაშა ცანავა უნდა დატოვოს აღკვეთის ღონისძიების გარეშე

სამართალი
282
Frontnews image description

ამ საქმეში მოვითხოვ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას - არც გირაოს და არც სხვა რაიმეს. ლაშა ცანავას საქმეში არ არსებობს არც ფორმალური და არც რაიმე საფუძველი, რომ აღკვეთის ღონისძიება მას შეეფარდოს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ლაშა ცანავას ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ლაშა ცანავა ბრალს არ აღიარებს.

"სასამართლომ ლაშა ცანავა უნდა დატოვოს აღკვეთის ღონისძიების გარეშე, რადგან მას არ ჩაუდენია არავითარი დანაშაული და მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო - თუ ამ ქვეყანაში სხვადასხვა სახის სერვისის შეთავაზება, მერე ამ სერვისში თანხის აღება არის დანაშაული, მაშინ ყველა ის მოქალაქე უნდა იყოს დაკავებული, რომელიც იუსტიციის სახლთან სხვადასხვა მოქალაქეს სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ, თარჯიმანთა ყველა ბიუროში მოთანამშრომლე ადამიანები უნდა იყვნენ დაკავებულები, ასევე სანოტარო ბიუროში არის სხვადასხვა სექცია, სადაც ზუსტად ამგვარი საქმეების აწყობას სთავაზობენ მოქალაქეებს. 

მე კიდევ ერთხელ შევთავაზებ მოქალაქეებს და ვეტყვი, რომ ადამიანებს დღეს უფლება აქვთ, მინდობილობით აწარმოონ სხვადასხვა საქმეები, წარმომადგენლობაც კი განახორციელონ სასამართლოში და გინახავთ, ალბათ, რომ მოქალაქეები ასრულებენ სხვადასხვა საქმიანობას და ამაში იღებენ თანხას. 

დღეს კი სუსმა დაიწყო გამოძიება თაღლითობის მუხლით, სადაც ორ სუბიექტს შორის მიმდინარეობს სხვადასხვა სამოქალაქეობრივი შეთანხმება და სუსს ამ მუხლით არ უნდა დაეწყო გამოძიება. აქედანაც ჩანს, რომ პოლიტიკური დავალებების მთავარი შემსრულებელი არის სუსის შენობა. 

რატომ და რისთვის "შეკერეს" ეს საქმე, ამაზე თავად ლაშა ისაუბრებს. 

ჩემი ერთადერთი შუამდგომლობა იქნება - ამ საქმეში მოვითხოვ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას - არც გირაოს და არც სხვა რაიმეს. ლაშა ცანავას საქმეში არ არსებობს არც ფორმალური და არც რაიმე საფუძველი, რომ აღკვეთის ღონისძიება მას შეეფარდოს. ლაშა ცანავა არ აღიარებს ბრალს", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავეს.

Advertisement