ლაშა ტყეშელაძე – აუცილებელია, ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ ვინ არიან ესენი და როგორ ძალადობენ ქართულ საზოგადოებაზე

ავტორი
Front News საქართველო
ერთი პოლიციელიც კი არ დაუსჯია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. აუცილებელია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ ვინ არიან ესენი და როგორ ძალადობენ ქართულ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ცდილობენ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის დაკავებას.
“ერთი პოლიციელიც კი არ დაუსჯია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით ცდილობენ, თავისუფალი მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოსთვის დგანან დააკავონ, მათზე რეპრესიები მოაწყონ და შეაშინონ, მაგრამ ყველა ძალიან კარგად ნახულობს, რომ ამ ადამიანებს არ ეშინიათ და არც შეეშინდებათ.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველა ამ ადამიანმა, რომელიც არის ძალადობის სისტემაში ჩართული, აუცილებლად აგოს ქართველი ხალხის სამართლით პასუხი ნამდვილი მართლმსაჯულებით. აუცილებელია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, ვინ არიან ესენი და როგორ ძალადობენ ქართულ საზოგადოებაზე”, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
თაგები:
ლაშა ტყეშელაძე




