Logo

ლაშა ტყეშელაძე – ირაკლი ეძგვერაძეს სისხლნაჟღენთები და ჩალურჯებები ეტყობა, დაკავებულია პოლიტიკური მოტივებით

პოლიტიკა
965
Frontnews image description

ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს პოლიტიკური მოტივებით. სისხლნაჟღენთები და  ჩალურჯებები ეტყობა. როგორც ის ამბობს, მასზე იძალადეს ავტოფარეხში. მას სახლში შეუვარდნენ. ადვოკატს არ მომცეს საშუალება, რომ მის დაკავებას დავსწრებოდი, – ამის შესახებ ირაკლი ეძგვერაძის უფლებადამცველმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

ტყეშელაძე კაციტაძის უწყებას მოუწოდებს, გამოიძიონ ეს საქმე.

“ჩვენ ვნახეთ, ცეცხლსასროლი იარაღებით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა როგორ იძალადა ირაკლი ეძგვერაძეზე, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრია და ასევე გლდანის შტაბის ხელმძღვანელი. მასზე განხორციელდა ძალადობა და როცა მე ის მოვინახულე მას სისხლნაჟღენთები, ჩალურჯებები ეტყობა. როგორც ის ამბობს, მასზე იძალადეს ავტოფარეხში.

მას სახლში შეუვარდნენ. ადვოკატს არ მომცეს საშუალება, რომ მის დაკავებას დავსწრებოდი ან მცოდნოდა სად გადაიყვანეს. ეს კანონდარღვევაა.

მოვუწოდებ კოკა კაციტაძის უწყებას, რაც შეეძლება მალე გამოგზავნოს გამომძიებლები და გამოიძიონ პოლიციელების არაკანონიერი ქმედება. მათ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება.

ჩვენ ვიცით, როგორ ძალადობენ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, მაგრამ არცერთი საქმე კაციტაძის უწყებას არ გამოუძიებია და არც ახლა გვაქვს იმედი. კადრებში ჩანს თუ როგორ აყენებს შეურაცხყოფას ირაკლი ეძგვერაძეს პოლიციის თანამშრომელი, შემდეგ როგორ აკავებს და როგორ შეიყვანს ავტოფარეხში. ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს პოლიტიკური მოტივებით. აუცილებელი სწრაფი ექსპერტიზა ჩატარდეს, კაციტაძის უწყებამ ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს და სახალხო დამცველს მოვუწოდებ მოვიდეს, რადგან პოლიტიკურ ლიდერზე თავდასხმა მოხდა. ამ ეტაპზე სახელები და გვარები უცნობია, მაგრამ კადრებში ჩანს თუ ვინ იძალადა მასზე”, – განაცხადა უფლებადამცველმა ლაშა ტყეშელაძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები