ლაშა ტყეშელაძე – ოცამდე ადამიანია დაკავებული, რომლებსაც სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად


ავტორი
Front News საქართველო
ოცამდე ადამიანია დაკავებული, რომლებსაც სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად. ისევ აგრძელებენ ეს კრიმინალი პოლიციის და კრიმინალი სპეცრაზმის თანამშრომლები თავისუფალი მოქალაქეების ცემას, – ამის შესახებ აქციაზე დაკავებულების ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი ერთი და იმავე პრეპარატით იწამლება.
“ოცამდე ადამიანია დაკავებული, რომლებსაც სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად. ისევ აგრძელებენ ეს კრიმინალი პოლიციის და კრიმინალი სპეცრაზმის თანამშრომლები თავისუფალი მოქალაქეების ცემას.
მე დარწმუნებული ვარ და არსებობს მაღალი ალბათობა, რომ რამდენიმე ადამიანი იყოს კლინიკაში გადაყვანილი. ჯერ კორდონში ათრევენ, ურტყამენ, შემდეგ იქ არიან მაროდიორი ჯგუფები, რომლებიც დაძრწიან ე.წ. ხარებას კრიმინალი დაჯგუფება და იქ ფიზიკურად უსწორდებიან ამ ადამიანებს.
ყოველდღიურად, როდესაც ათეულობით ადამიანი ერთი და იმავე პრეპარატით იწამლება, როდესაც არ ვიცით რა პრეპარატია, შეიძლება, გაუტოლდეს ჯანმრთელობის ძალიან მძიმე დაზიანებას”, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
შსს-ს ცნობით, 3 დეკემბრის აქციაზე 22 პირია დაკავებული.
თაგები:
ლაშა ტყეშელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს