Logo

ლაშა ტყეშელაძე – სინდისის პატიმრების გათავისუფლება მხოლოდ ქართველ ხალს შეუძლია და ეს თავისუფლების ხაზი გადის რუსთაველზე

პოლიტიკა
557
Frontnews image description

სინდისის პატიმრების გათავისუფლება მხოლოდ ქართველ ხალს შეუძლია და ეს თავისუფლების ხაზი გადის სწორედ აქ, რუსთაველზე, – ამის შესახებ უფლებადამცველმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სისტემამ ათეულობით ადამიანი აიყვანა ტყვედ და გამოკეტა ციხეში, სასამართლომ კი შეასრულა პოლიტიკური დავალება.

“ყოველდღიურად, ათეულობით თავისუფალ ადამიანს იბარებენ სასამართლოში, რომ სისტემამ რამენაირად, მათზე განახორციელოს რეპრესიები. ჩვენ კი ვიცით, რომ სასამართლო უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ნახავენ სამართალს, მაგრამ დღეს ყოველდღიურად სასამართლო ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს, შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე. სისტემამ ათეულობით ადამიანი აიყვანა ტყვედ და გამოკეტა ციხეში, სასამართლომ კი შეასრულა პოლიტიკური დავალება და ყველას პატიმრობა მიუსაჯა მტკიცებულებების გარეშე.

ჩვენ, ადვოკატები ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ოჯახს, მაგრამ სინდისის პატიმრების გათავისუფლება მხოლოდ ქართველ ხალს შეუძლია და ეს ხაზი გადის თავისუფლების სწორედ აქ, რუსთაველზე. თავისუფლება რუსული რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეებს“, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები