ლაშა ცუცქირიძე – ადვოკატები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გიორგიმ ის მაინც შეძლოს, ბოლო წუთები დედასთან გაატაროს და გამოემშვიდობოს


ავტორი
Front News საქართველო
ადვოკატები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გიორგიმ ის მაინც შეძლოს, ბოლო წუთები დედასთან გაატაროს და გამოემშვიდობოს საკუთარ დედას, – ამის შესახებ დაკავებული ექიმის გიორგი ახობაძის უფლებადამცველმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საქმეზე პროკურატურამ და პენიტენციურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყონ ახობაძის გადაადგილება.
“ადვოკატები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გიორგიმ ის მაინც შეძლოს, ბოლო წუთები დედასთან გაატაროს და გამოემშვიდობოს საკუთარ დედას. ახლა ჯერი არის პროკურატურაზე გიორგი ახობაძის ეკიპირებასთან დაკავშირებით და შემდგომ ჯერი არის პენიტენციურ დაწესებულებაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გიორგი ახობაძის ეკიპირება, რომ საკუთარ დედას გამოემშვიდობოს.
რაც შეეხება იმედებს, ყველას გვესმის, რა მდგომარეობაა ქვეყანაში, თუმცა ეს იმდენად მძიმე მორალურ ამბავთანაა დაკავშირებული, რომ ადამიანს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, დედის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცე, ვერ წარმომიდგენია. ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი აქვთ მათ, რომ გიორგი ახობაძის ბადრაგირება უზრუნველყონ.
გიორგის პროცესი 23-ში არის ჩანიშნული, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს, შევთავაზოთ გირაო. სამწუხაროა ადვოკატისთვის იმის თქმა, რომ ამის მოლოდინი თითქმის არ მაქვს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეში არის არაფერი”, – განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
საპროტესტო აქციების მონაწილე ექიმ გიორგი ახობაძეს, რომელიც გასული წლის 8 დეკემბერს დააკავეს, დედა გარდაეცვალა. ახობაძის წინააღმდეგ საქმე 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ბრალი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
გიორგი ახობაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს