ლაშა ცუცქირიძე – ამ ეტაპზე მან საერთოდ არ იცის, რაში გამოიხატა მისი სამსახურეობრივი გულგრილობა


ავტორი
Front News საქართველო
ამ ეტაპზე მან საერთოდ არ იცის, რაში გამოიხატა მისი სამსახურეობრივი გულგრილობა, – ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ ავჭალის იზოლატორში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე საქმის დეტალებზე სასამართლოზე ისაუბრებს.
“ბატონმა გიორგიმ თავისი უფლებამოსილება და სამსახურეობრივი ვალდებულება შეასრულა კეთილსინდისიერად და ჯეროვნად. მას სავარაუდოდ, ედავებიან სამსახურეობრივ გულგრილობას, თუმცა ჩვენთვის ჯერჯერობით ბრალის შესახებ დადგენილება და საქმის მასალები არ გადმოუციათ.
რაც შეეხება მის პოზიციას, ამ ეტაპზე მან არ იცის საერთოდ რაში გამოიხატა მისი სამსახურეობრივი გულგრილობა. საქმის დეტალებზე ის სასამართლოზე ისაუბრებს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის საქმეზე გუშინ 9 პირი დააკავეს.
თაგები:
ვაკის პარკი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა