Logo

ლაშა ჟვანია – ჩაინიშნა დამატებითი რეისი თბილისის მიმართულებით, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც

Frontnews image description

ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს 11:40 სთ-ზე დამატებითი რეისი ჩაინიშნა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია წერს.

 

მისი ინფორმაციით, მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც.

 

“ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს 11:40 სთ-ზე ჩაინიშნა “საქართველოს ავიახაზების” დამატებითი რეისი თბილისის მიმართულებით. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტით. მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც. მადლობა ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს და ჩვენს მეგობარ Miri Regev מירי רגב-ს საქართველოს მთავრობის თხოვნის დროულად დაკმაყოფილებისთვის”, – წერს ჟვანია.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FZhvaniaL%2Fposts%2Fpfbid0VnQFM3zjrZbNJ8MKHCboKi4yThsEfjyaa7p18qHakJoMwnaB9A5Dw3xv4HCUAFaRl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”744″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

Advertisement