Logo

ლატვიამ სავიზო შეზღუდვები საქართველოს კიდევ 13 მოქალაქეს დაუწესა

პოლიტიკა
776
Frontnews image description

მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველ პირთა სიაში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე წერს.

“მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველ პირთა სიაში, იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

ლატვიაში პირთა შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დგინდება”, – წერს ბაიბა ბრაჟე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები