ლატვიის პოლიცია მძღოლებს მანქანებზე წარწერისთვის “მე რუსი ვარ” დააჯარიმებს


ავტორი
Front News საქართველო
ლატვიაში მძღოლებს მანქანაზე წარწერისთვის “მე რუსი ვარ” დააჯარიმებენ.
პოლიციაში აცხადებენ, რომ “პოტენციურად პროვოკაციული წარწერები რუსულ ენაზე” მიუღებელი პრაქტიკაა.
როგორც ლატვიის პოლიციაში აცხადებენ, არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მსგავსი შინაარსის სტიკერები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც სამხედრო აგრესიის გზავნილი ან რუსეთის ომის დანაშაულების მხარდაჭერის გამოხატვა.
წარწერის აღმოჩენისთანავე სამართალდამცველები მათ დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვენ, ხოლო კანონდარღვევის დადგენის შემთხვევაში, “პროვოკაციული წარწერების” გამომქვეყნებელი მოქალაქეები დაჯარიმდებიან.
<blockquote class=”twitter-tweet”><p lang=”ru” dir=”ltr”>Дождались. Эпидемия ЯРУССКИХ началась и в Латвии <a href=”https://t.co/vlRWgeu9LS”>pic.twitter.com/vlRWgeu9LS</a></p>— Latvijas vatņiki (@latvijas_vate) <a href=”https://twitter.com/latvijas_vate/status/1706165698043556036?ref_src=twsrc%5Etfw”>September 25, 2023</a></blockquote> <script async src=”https://platform.twitter.com/widgets.js” charset=”utf-8″></script>
თაგები:
ლატვია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს