ლატვიის პრემიერ-მინისტრი – ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად უკრაინა ნატოს ნაწილი უნდა იყოს


ავტორი
Front News საქართველო
ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაწილი უნდა იყოს, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა განაცხადა.
“გრძელვადიანი მშვიდობისთვის უკრაინა უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და განთავისუფლებული, ნატოს ალიანსის ფარგლებში“, – აღნიშნა მან.
ეს განცხადება ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თუმცა, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინა ვერ შეძლებს ნატოში გაწევრიანებას, სანამ ომი გრძელდება.
“ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ ომის პირობებში წევრობა არ დგას დღის წესრიგში. საკითხავია, რა მოხდება, როდესაც ომი დასრულდება”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს