ლავროვი – ჩვენი სამხედროები ხელოვნურად არ მოარგებენ თავიანთ ქმედებებს რაიმე თარიღს, მათ შორის, არც გამარჯვების დღეს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „რუსეთი არ შეეცდება უკრაინაში სპეციალური ოპერაციის დასრულებას 9 მაისისთვის“.
“ჩვენი სამხედროები ხელოვნურად არ მოარგებენ თავიანთ ქმედებებს რაიმე თარიღს, მათ შორის, არც გამარჯვების დღეს“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისივე განცხადებით, ომის დასრულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა უნდა შეუწყოს, რისთვისაც მან წინააღმდეგობა უნდა შეწყვიტოს.
“კიევი ამ დრომდე ხელს უშლის მოლაპარაკების პროცესს. ზელენსკი პოზიციას დღეში რამდენჯერმე იცვლის. მას შეუძლია, ნამდვილად შეუწყოს ხელი მშვიდობის დამყარებას, თუ შეწყვეტს დანაშაულებრივი ბრძანებების მიცემას თავისი ნეონაცისტური ბატალიონებისთვის, აიძულებს მათ მშვიდობიანი მოქალაქეების გაშვებასა და წინააღმდეგობის შეწყვეტას. ჩვენი მიზანი არ არის უკრაინაში რეჟიმის შეცვლა, ამაზე ამერიკელები არიან სპეციალიზებულები. ჩვენ გვსურს აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებთა უსაფრთხოება, რათა მათ აღარ დაემუქროს მილიტარიზაცია და ნაციფიკაცია. ასევე, გვსურს, უკრაინის ტერიტორიიდან, რუსეთს საფრთხე აღარ დაემუქროს“, – აცხადებს ლავროვი იტალიურ ტელეკომპანია „მედიასეტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
თაგები:
სერგეი ლავროვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს