
ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირი ვერ შეძლებს მოსკოვის გაძევებას ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
“დასავლური სამყაროს ლიდერები თავს უფლებას აძლევენ, გააკეთონ საკმაოდ თავხედური განცხადებები. ევროკავშირი არ მალავს თავის განზრახვას, რომ ყველანაირად შეგვაკავოს, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან. ეს არ გამოვა“, – განაცხადა ლავროვმა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთი ისტორიულად ამ რეგიონებში მდებარეობს და მათგან არსად გაქრება.
ლავროვის თქმით, მოსკოვის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა “ეს ძალიან კარგად იციან”.
თაგები:
სერგეი ლავროვი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს