ლავროვი – რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების ამჟამინდელი პოზიცია გულისხმობს რუსეთის პოზიციის იგნორირებას და რუსეთის ფედერაციის კაპიტულაციის მოლოდინს, მაგრამ ეს არ მოხდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
“კონსტრუქციული მიდგომებისკენ მოგვიწოდებენ და რეალურად, მათი გაგებით, ეს ნიშნავს კაპიტულაციას, ეს არ მოხდება, ეჭვი არ არსებობს, რომ სპეცოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული იქნება”, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, რუსულმა მხარემ და რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ დააფიქსირეს, რომ მოლაპარაკებაზე უარს უკრაინული მხარე აცხადებს.
თაგები:
სერგეი ლავროვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა