ლავროვის ჩასვლის მიუხედავად ბორელი ეუთოს მინისტერიალს დაესწრება


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთოს მინისტერიალს დაესწრება. ამის შესახებ მან ბრიუსელში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ცნობილია, შეხვედრაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიღებს მონაწილეობას, რის გამოც უკრაინის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას არ დაესწრებიან.
უმაღლესი ევროპელი დიპლომატის თქმით, მას აქვს “გარკვეული გამოცდილება ბატონ ლავროვთან რთულ ვითარებაში საუბრისა“.
“მე წავალ ეუთოს სხდომაზე – ჩვენ ვართ ორგანიზაციის წევრები, უნდა წარმოვადგინოთ ჩვენი პოზიცია და რაღაც დავაპირისპიროთ რუსეთის პოზიციასთან. არ მინდა, რომ ევროკავშირის სკამი ცარიელი იყოს. მე იქ ვიქნები”, – განაცხადა ბორელმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლავროვთან ცალკე შეხვედრა არ ექნება, რადგან სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბრიუსელში.
თაგები:
ჯოზეფ ბორელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს