ლავროვის სერბეთში ვიზიტი გაუქმდა, რადგან მის თვითმფრინავს ბელგრადში შესვლის უფლება არ მისცეს

ავტორი
Front News საქართველო
სერბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტი გაუქმდა, რადგან სერბეთის სამმა მეზობელმა ქვეყანამ მის თვითმფრინავს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა.
ლავროვისთვის ფრენის აკრძალვა ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და მონტენეგრომ დააწესეს.
ლავროვი ბელგრადში 6-7 ივნისს უნდა ჩასულიყო და პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან მოლაპარაკებები გაემართა.





