ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 28 მარტს ჩაინიშნა


ავტორი
Front News საქართველო
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 28 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა, – ინფორმაციას ლაზარე გრიგორიადისის დედა ავრცელებს.
“გამარჯობათ მეგობრებო! ვისაც გაინტერესებთ ლაზარეს პროცესის ამბები…ამ წამს ვესაუბრე ადვოკატს და 28 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა სასამართლო! თავის ოქროს დაბადების დღეს იქ შეხვდება 22 მარტს”, – წერს თამთა კალანდაძე.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სხდომა 26 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი მოსამართლის შვებულების გამო გადაიდო.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის 29 მარტს დააკავეს, შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
თაგები:
ლაზარე გრიგორიადისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს