Logo

ლებრონ ჯეიმსის 47 ქულა და გამარჯვება ატლანტაში

1209
Frontnews image description

დღეს გამთენიისას, ნაიონალური საკალათბურთი ასოციაციის შეხვედრები გაიმართა, ლოს-ანჯელეს “ლეიკერსი” ატლანტა “ჰოუქსს” ესტუმრა და 130:121 დაამარცხა.

 

“ლეიკერსის” რიგებიდან გამორჩეული იყო ლებრონ ჯეიმსი, რომელსაც 38 წელი გუშინ შეუსრულდა. როგორც მედია წერს,  მეფემ თავის თავს ასეთი დიდებული საჩუქარი გაუკეთა და შეგვახსენა, რომ ისევ უმაღლეს მწვერვალზე იმყოფება.

 

ჯეიმსმა 39 წუთი გაატარა პარკეტზე, რა დროშიც 47 ქულა (სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი), 10 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. ის დომინირებდა მთელ მოედანზე და როგორც ვხედავთ, მხოლოდ 1 გადაცემა დააკლდა სამმაგი დუბლის შესასრულებლად. 

 

ასევე აღსანიშნავია, თომას ბრაიანტის და რასელ უესტბრუკის სოლიდური სტატისტიკები, რომელებმაც ორმაგი დუბლი შეასრულეს და ლებრონ ჯეიმსს დაეხმარნენ გამარჯვების მოპოვებაში.

 

ატლანტელთა რიგებიდან საუკეთესო ტრეი იანგი (29 ქულა) იყო.

 

ლეიკერსი ამ მომენტისთვის 15 მოგებითა და 21 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო ატლანტა 17 მოგებით და 19 მარცით მე-9 ადგილზეა.

 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები