
ავტორი
Front News საქართველო
72 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ქეთევან ლოსაბერიძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
“საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ქართველი მშვილდოსნის, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის ქეთევან ლოსაბერიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად სპორტულ საზოგადოებას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ქეთევან ლოსაბერიძე იყო ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და 2002-2005 წლებში საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.
ქართველი მშვილდოსანი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა (2018) და ხალხთა მეგობრობის ორდენით.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს