
ავტორი
Front News საქართველო
19 მაისს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი კობა წაქაძე 88 წლის გახდა. დაბადების დღესთან დაკავშირებით „მფრინავმა ტორპედომ“ სტუმრებს თავისივე სახელობის სახლ-მუზეუმში უმასპინძლა.
სპორტსმენმა სახლ-მუზეუმში განთავსებული ჯილდოების შესახებ ისაუბრა და სპორტული კარიერიდან ისტორიები გაიხსენა.
ღონისძიების მეორე ნაწილი კინოთეატრ “დიდველში” გარძელდა, სადაც მუსიკალური ნომრები ანსამბლმა ,,ოქტავამ” შეასრულა, ხოლო ქორეოგრაფიული დადგმები ანსამბლმა “სამეფომ” წარმოადგინა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მოადგილე იოსებ რაზმაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ კიკნაძე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ალექსანდრე კოპალიანი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი ედიშერ მაჩაიძე და საზოგადოების წარმომადგენლები.
კობა წაქაძის 88 წლის საიუბილეო საღამო, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის ეკატერინე ორჯონიკიძის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს