“ლეიბორისტული პარტია” ტოვებს მოლაპარაკების მაგიდას, სადაც პირველ საკითხად არ განიხილება ახალი არჩევნების თარიღი”


ავტორი
Front News საქართველო
"ლეიბორისტული პარტია" ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი, – ამის შესახებ შალვა ნათელშვილმა განაცხადა, რომელმაც უმრავლესობის ლიდერებისა და ოპოზიციის შეხვედრა მის დასრულებამდე პროტესტის ნიშნად დატოვა.
"ლეიბორისტული პარტია" ტოვებს მოლაპარაკების მაგიდას, სადაც პირველ საკითხად არ განიხილება ახალი არჩევნების თარიღი და სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის ჩვენ გვერდით მოლაპარაკებების მაგიდაზე. მოლოპარაკებებს დავუბრუნდები მაშინვე, როგორც კი ეს 2 საკითხი გაირკვევა და გადაწყდება“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე პირველ განსახილველ საკითხად შემოთავაზებულია საარჩევნო და სასამართლო რეფორმის პრობლემატიკა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს