Logo

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეიკრიბებიან

საზოგადოება
1532
Frontnews image description

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერები ისევ შეიკრიბებიან. კონკრეტულად რა საკითხებზე იქნება მსჯელობაზე, ჯერ ოპოზიციონერები არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ სამომავლო გეგმები უნდა დასახონ. 

"დღეს ოპოზიცია განიხილავს იმ ორ მთავარ საკითხს, რომელი გეგმაც თავიდანვე ჰქონდა ოპოზიციას. ეს არის საგარეო წნეხის გაძლიერება "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე, რომელსაც დიპლომატიური ენა არ ესმის, მაგრამ ოპოზიცია, ხელისუფლებისგან განსხავებით გრძნობს პასუხისმგებლობას და ეს წნეხი უნდა იყოს ისეთი, რომ არ დაზიანდეს ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. მეორე მხრივ კი, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ფართომასშტაბიანი აქციებისთვის"-განაცხადა "ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკურის საბჭოს წევრმა ლელა ქებურიამ.

"ეს არის სამუშაო შეხვედრა, შესაძლოა აქ ახალი აზრებიც დაიბადოს, თუმცა მთავარი ამოცანაა 15 მაისის აქციის საკითხები. რადგან ოცნება თვლის აქციაზე რამდენი ადამიანი გამოვიდა, ჩვენც ვაპირებთ, რომ ფართომასშტაბიანი აქციები ჩავატაროთ"-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ხვედელიანმა. 

ოპოზიციის შეხვედრა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები