“ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის – ლაშა ჩხარტიშვილი


ავტორი
Front News საქართველო
“ლეიბორისტულმა პარტიამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დედაქალაქის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა. თბილისის მერობის კანდიდატი იქნება მიხეილ ქუმსიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი ლაშა ჩხარტიშვილი იბრძოლებს.
კანდიდატები პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა წარადგინა.
“მეგობრებო, ტრაგიკული დღეა, ომის დაწყების დღეა, მაგრამ მოთქმა-გოდების დრო არ არის. წინ გველოდება დიდი ბრძოლები შიდასაოკუპაციო ივანიშვილ-კალაძის წინააღმდეგ და ფრონტის წინა ხაზზე დღეს ვუშვებთ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ახალგაზრდული და ევროპული ახალგაზრდულის ლიდერს, უნიჭიერეს ახალგაზრდულ ლიდერს, მიხეილ ქუმსიშვილს და საქართველოს ფიც-ვერცხლ ნაჭამ მოღვაწე, ცნობილ პოლიტიკოსს, ეკოლოგს, მებრძოლს, ლაშა ჩხარტიშვილს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
თაგები:
ლეიბორისტული პარტია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა